როგორც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ “ფეისბუქზეა” ნათქვამი: “მხარეებმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ მოახერხა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვალა.
ბიძინა ივანიშვილმა დიდი ბრიტანეთის მინისტრს ის მთავარი პრობლემები და გამოწვევები გააცნო, რის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების თემას, ასევე, საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მინისტრს იმ დახმარებისთვის, რასაც ბრიტანეთი ამ მიმართულებით უწევს საქართველოს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერპექტივებზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გამოიყენებს იმ დიდი გამოცდილებას, რომელიც დიდ ბრიტანეთს სოფლის მეურნეობაში გააჩნია.”
Developed By Web Features 2024 © All rights reserved