იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე დეკორატიული ბაღი უფრო მიმზიდველი და ლამაზი იყოს, აუცილებელია, ნაკვეთის ორგანული სასუქით განოყიერება და გამხმარი მცენარეებისგან და ჩამოცვენილი ფოთლებისაგან გაწმენდა.
სასარგებლოა ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქიც. თუმცა, არ არის აუცილებელი აზოტი.
შემოდგომის ბოლოს კარგი იქნება ვარდების ძლიერი გასხვლა, რათა გაზაფხულზე ბუჩქს მეტი მიმზიდველობა და კარგი ყვავილობა ჰქონდეს.
კარგი იქნება დეკორატიული ხეებისა და ბუჩქების დარგვაც. შემოდგომაზე დარგული მცენარეები უკეთესად ცოცხლობენ, ვიდრე გაზაფხულზე დარგული.
აუცილებელია გეორგინის ბოლქვების შენახვა მშრალ და გრილ ადგილას. ასევე გლადიოლუსის (ხმალა) ბოლქვებისაც სჭირდება შენახვა.
ჯერ კიდევ შესაძლებელია ისეთი ბოლქვოვანი მცენარეების დარგვა, როგორიცაა ტიტა, ფრეზია, მუსკარიები, გიაცინტები (სუმბული) და ნარგიზები.