_ სასამართლოსგან „მტრის ხატს“ ჩვენ ნამდვილად არ ვქმნით, რაც შეეხება ანტიპიარს სასამართლოს ხელისუფლების მიმართ ეს დამოკიდებულება ძალიან დიდი ხანია არსებობს, რომელი სოციოლოგიური გამოკითხვებით არის 55 %? ძალიან მაინტერესებს, სრული ინფორმაცია ამ სოციოლოგიური გამოკითხვების შესახებ, რომელიც სხვათაშორის ვერც მაშინ მივიღე, როცა პრაქტიკოსი ადვოკატი ვიყავი და ვერც ახლა. ერთი კომპენტეტური ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე შეგახსენებთ სასამართლოს რეინტიგს, ეს გახლავთ ევრო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე სანდრო გირვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც პირდაპირ წერია გადაწყვეტილებაში, რომ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად სასამართლოც შეთახმებულად მოქმედებდა, რომ არ დამდგარიყო სამართლიანი განაჩენი ამ შემძარავი მკვლელობის საქმეზე. ასე, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები ამ ფაქტს ვერ გააქარწყლებს. – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved