რაკი კაცი პრეზერვატივს იკეთებს, ესე იგი, პარტნიორებს არ უნდათ ბავშვის ჩასახვა. მაშ რა უნდათ? რა და სიამოვნება! პრეზერვატივის მომხმარებელი ყველა შემთხვევაში მხოლოდ სიამოვნებას ეძებს. როგორც ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის, სექსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა ერთადერთი მიზანი ბავშვის ჩასახვაა, ყველა სხვა შემთხვევაში ეს გარყვნილებაა. საპარლამენტო უმრავლესობა ტყუილად ცდილობს პრეზერვატივის „უსიკებით“ შენიღბვას: ის ხალხის გარყვნას უწყობს ხელს. განდონი ყოველთვის განდონია! _ ასეთი განმარტება გაუკეთა განათლების ყოფილმა მინისტრმა, გია ნოდიამ კანონს, რომლის თანახმად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სექსუალური ხასიათის პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა.