(ტვ 25) _ უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე უზუსტობისა და ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ სტატია “გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ რამდენიმე დღის წინ მოამზადა. უმაღლესი საბჭოს საბჭოს ოფიცილური საიტის გაუმართაობაზე თავმჯდომარე ავტანდილ ბერიძე საუბრობს, რომელიც არაზუსტმა მონაცემებმა უხერხულ მდგონმარეობაში ჩააყენა. მისი თქმით, ეს ის დანატოვარია, რაც მათ მოსვლამდე ამ სამსახურის უმოქმედობამ მოიტანა. აჭარის უმაღლესი საბჭოს საიტზე გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას იგი ტექნიკურ ცდომილებად აფასებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის უშეცდომოდ და ოპერატიულად მისაწოდებლად შეიქმნება ქმედითუნარიანი პრეს-სამსახური, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ საიტის შეუფერხებლად მუშაობა იქნება. ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, სრულყოფილი პრეს-სამსახურის ჩანოყალიბებას ის საზოგადოებას უკვე იანვრის თვიდან ჰპირდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved