აქციაზე მისულები უამრავი სიუპრიზის მომსწრენი გახდნენ – შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ სომხური, უკრაინული, რუსული, ებრაული, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული კერძები.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საახალწლო აპლიკაციებით გაფორმებული ბალიშები, მაგიდის გადასაფარებლები და ნაძვის ხის სათამაშოები.
ღონისძიების მიზანია ანასეულში არსებული ხანდაზმულთა სახლის ბინადრების დახმარება და შესაბამისად შემოსული თანხა მათ ანგარიშზე გადაირცხება.