რომელიც ამჟამად პირობით სასჯელს იხდის.
ბრალდებულმა რუსთავში, ღლონტის ქუჩაზე მცხოვრები ბეჟანიშვილების ოჯახი, ცივი იარაღის გამოყენებით დააყაჩაღა. სახლში ბებია და 5 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედმა ოჯახში მყოფ ქალბატონს დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები ყელისა და თავის არეში. დაზარალებულ ქალბატონს სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული დახმარება გაეწია. იგი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს სახლში. მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.