მოქალაქეები ამბობენ, რომ გაიგეს თითქოს მოსალოდნელია 7 ბალიანი მიწისძვრა, რის გამოც შენობები დატოვეს.
საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, მით უფრო კონკრეტული დროის. სეისმოლოგები მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
ქალაქში გადატვირთულია სატელეფონო ხაზები. ცუდად მუშაობს მობილური ოპერატორები, რაც მოსახლეობაში პანიკას ზრდის. მოსახლეობის განცხადებით, მიწისძვრა 2-იდან 4 საათამდეა მოსალოდნელი.
აჭარის მთავრობა საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.