“ჩვენ მივესალმებით მთავრობის ინიციატივას ფინანსთა მინისტრის ბრძანების შეჩერების თაობაზე, რომლის თანახმადაც მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულია ინიციატივა დროულია და უაღრესად მნიშვნელოვანია უალკოჰოლო სასმელების წარმოების დარგისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის და ქართული ბიზნესისთვის. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად ჩავერთოთ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რომლის შედეგი უნდა იყოს სახელმწიფოს, მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ პროცესთან დაკავშირებით პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების, მედიისა და დაინტერესებული მხარეების მუდმივ ინფორმირებას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე და ღია,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“
- სს „იბერია რეფრეშმენტსი“
- შპს „აქვა გეო“
- შპს „აიდიეს ბორჯომი საქართელო“
- სს „წყალი მარგებელი“
- შპს „საირმე მინერალ ვოთერს“
- შპს „სიტრო“
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, განცხადება გააკეთა უალკოჰოლო სასმელების აქციზური მარკირების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ეს ვალდებულება საკითხის საბოლოო შესწავლამდე გადაავადოს.