“წუხელ მიწისძვრის მერე გარდაიცვალა. მიწისძვრა, რომ იყო გაეღვიძა და იყვირა მიწისძვრააო. გარეთ გავედით და უკან რომ დავბრუნდით რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ უშველეს. უკვე გვიან იყო” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
მიწისძვრა გუშინ 02:44ზე მოხდა. მისი სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდა იყო. დაახლოებით 10 წუთში მას მეორე ბიძგი მოყვა რომლის 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის. მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 6-მდე ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრა იყო დღესაც. დილით 11:17-ზე 3.1 მაგნიტუდის ბიძგი ბათუმიდან 62 კმ.-ში დაფიქსირდა. მომდევნო ბიძგი 13:12 -ზე ბათუმიდან 84 კილომეტრში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
ამ წუთებში პათუმში საპატრულო პოლიცია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თუმცა მოქალაქეები შენობებში შესვლისაგან თავს მაინც იკავებენ.