სხდომაზე სამხედრო თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებმა სამხედრო თეორიის, შეიარაღების და სამხედრო საინჟინრო სფეროებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
_ საქართველოს აქვს და ყოველთვის ჰქონდა მეცნიერების და მათ შორის, სამხედრო მეცნიერების განვითარების უდიდესი პოტენციალი. რამდენიმე დღის წინ მე ჩვენი სამხედრო ტექნიკური შესაძლებლობები და სამხედრო რესურსი მოვინახულე, რომელიც „დელტაში“ გვაქვს. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, რომ შეგვეძლება ფული ჩავდოთ და განვავითაროთ სწორედ სამხედრო მეცნიერება. ეს ზოგადად მეცნიერების დაფასების და დაფინანსების ნაწილია. ახალი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერებაა _ აღნიშნა კონფერენციაზე სიტყვით მიმართა გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ.