კახი კალაძე: _ ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დღეს კვლავ მომიწია ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში გამგზავრება. ბაქოში სტუმრობის მიზანი იყო ელექტროენერგიის იმპორტის საკითხები, რათა ზამთრის განმავლობაში შეუფერხებლად განხორციელდეს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება. ამასობაში, ჩემს გვერდზე მეგობრების რაოდენობამ 60 ათასს მიაღწია. მიხარია თქვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. გპირდებით, რომ პირველები გაიგებთ იმ მიღწევების შესახებ, რომლებსაც ჩემი თანამდებობა მავალდებულებს.