_ “მე მგონი, ბატონმა ბიძინამ ძალიან სწორი, ადეკვატური, სხარტი და იუმორისტული განსაზღვრება გააკეთა ამ ყველაფრის. ჩვენ უნდა შევეცადოთ და ვიზრუნოთ ქვეყნის სტაბილურობაზე. ამის მთავრი გარანტია კონსტიტუციაა. კონსტუტუციური კოჰაბიტაცია რომ გავიაროთ, ამასთან დაკავშირებით, ბატონმა ბიძინამ გუშინ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მზადაა გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, მთავრობა ექვსის ნაცვლად, სამ თვეში დაითხოვოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოქმედმა მთავრობამ ჩაატაროს.