სააკაშვილმა კანონს ვეტო გუშინ დაადო, რაც უმრავლესობამ გამოწვევად შეაფასა. ვეტოს დაძლევას დეპუტატთა 3/5 სჭირდებოდა _ საქართველოს პარლამენტის 89 დეპუტატი. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ “ამნისტიის კანონს”, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ სააკაშვილი ერთი კვირის ვადაში უარს იტყვის ხელმოწერაზე, 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ვეტოს დაძლევამდე პარლამენტში “ამნისტიის კანონის” პრეზიდენტისეული ვარიანტიც განიხილეს, რომლის მომხრე მხოლოდ 33 პარლამენტარი აღმოჩნდა.