სააკაშვილი მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცენდენტი შექმნა საშიში დამნაშავეების, მათ შორის მკვლელების, ნარკორეალიზატორებისა და რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლებისა, რომელთა რიცხვშია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელიც.
_ „სამწუხაროდ კიდევ ბევრი ისეთი ადამიანი გამოდის ახლა საპყრობილიდან, რომელმაც დახოცა და გააუბედურა ოჯახები, დედები, შვილები, მეუღლეები და საერთოდ არავინ არ მოუსმინა მეორე მხარეს. თითოეული საზოგადოების წევრი ამით ხდება დაუცველი. სამწუხაროდ ეს ხალხი, რომ გათავისუფლდება, ისევ გაიზრდება კრიმინალი და შემდეგ, გვეტყვიან, რომ ამ ფაქტს გაგებით უნდა შევხვდეთ. პოლიციელის მკვლელს რომ ათავისუფლებ, ეს ნიშნავს დამნაშავისთვის ძალიან დიდი სიგნალის მიცემას. საქართველოს მოღალატეს და ჯაშუშს რომ უშვებ, ეს არის სიგნალის მიცემა ჩვენი მტრებისათვის, რომ საქართველო დაუცველია“ _ განაცხადა სააკაშვილმა.