შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა _ როგორც იტალიური ინტერნეტგამოცემები იუწყებიან, 32 წლის ქართველმა ქურდმა ქალაქ ლივორნოში ნოუთბუქი მოიპარა. მისდა სამწუხაროდ კომპიუტერი, თურმე, გეოლოკაციური პროგრამით იყო აღჭურვილი რისი დახმარებითაც მფლობელმა საკუთარ ნოუთბუქთან დაკავშირება იოლად შეძლო, მასზე მომუშავე ქურდს ფოტო გადაუღო და პოლიციას ნაქურდალის ადგილსამყოფელი, ქურდის მისამართი და ფოტო მიაწოდა.
ინტერნეტპორტალ www.firenze.repubblica.it-ის ცნობით, პოლიციამ ქურდი გ. ყ. ნაქირავებ ბინაში დააკავა, რომელშიც უამრავი ნაქურდალი ნივთი: კომპიუტერები, ციფრული ტექნიკა, ოქროს სამკაულები და სხვა უამრავი რამ აღმოაჩინა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დროისათვის წინასწარპატიმრობაში იმყოფება და სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ, მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებების შესახებ.