მისი თქმით, ქართველი სერჟანტი 3 კვირის წინ, ქართველი სამხედროების კუთვნილ ორ მანქანაზე თავდასხმის შემდეგ გაიტაცეს. თალიბანთა მეთაური ამტკიცებს, რომ შეტაკების შემდეგ თანამებრძოლებმა კიკაძე ბრძოლის ველზე დატოვეს, რის შემდეგაც ის მოწინააღმდეგე მხარეს ჩაუვარდა ტყვედ.
“ჩვენ შევეცადეთ ტყვეთა გაცვლის თაობაზე მოლაპარაკება დაგვეწყო ISAF -თან, მაგრამ მათი უარის შემდეგ, კიკაძე სიკვდილით დავსაჯეთ,”-აცხადებს თალიბთა მეთაური.
როგორც ISAF-ის ოფიციალური პირები ამბობენ მტკიცებულება იმისა, რომ კიკაძე საბრძოლო შეტაკების დროს ჩავარდა ტყვედ, არ არსებობს. გარდა ამისა, ის დაკარგულად ითვლება 18 დეკემბრიდან და არა 3 კვირის წინ, რასაც თალიბთა მეთაური ჰყვება. რაც შეეხება მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლაზე, მისიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
რამდენიმე დღის წინ დაკარგული ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთ მიტოვებულ ტალახით ნაშენებ ავღანურ ქოხში. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.
“პოლიციამ დაკარგული სერჟანტის გვამი ჰელმანდის პროვინციაში, მუსა ქალას რაიონში მიტოვებულ ქოხში აღმოაჩინა. მას რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ამის შემდეგ გვამი ამოსაცნობად ISAF-ის მისიაში მყოფ საქართველოს ოფიციალურ პირებს წარვუდგინეთ და მათ დაკარგული სერჟანტი ამოიცნეს“განაცხადა რაიონის გუბერნატორმა ნემატ კჰანმა კვირას.
სერჟანტი კიკაძე 19 დეკემბერს ჰელმანდის პროვინციაში, ამბოხებული თალიბებით გარშემორტყმულ ყველაზე ცხელ წერტილში დაიკარგა.“-ამ ინფორმაციას ავსტრალიული სააგენტო www.theaustralian.com.au ავრცელებს.
”პოლიციამ კიკაძის გვამი შაბათს შუადღისას აღმოაჩინა მუსა ქალას სამხრეთით, მიტოვებულ სახლში,”_ განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა ამბდულ ლატიფ ალიზაიმ Stars and Stripes.- თან საუბარში. ალიზაიმ მიუთითა რომ სერჟანტი სასტიკად იყო ნაცემი ,ამის შემდეგ მას თავში ოთხი ტყვია ესროლეს.