”ქვეყანაში რეალურად შექმნილმა საგანგაშო მდგომარეობამ, რაც დადასტურდა მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, დაგვარწმუნა იმაში, რომ დიდი ერთობის გარეშე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს, ეჭვის ქვეშ დგება ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი საქართველოს მომავლის პროგრამა, რომლის მხარდაჭერა პირველი ოქტომბრის არჩევნებზე დაადსტურა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.
სამწუხაროდ აშკარაა, რომ საქართველოს დღევანდელი უბედურება დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პრეზიდენტ სააკაშვილთან. პრეზიდენტი კვლავ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული. ყოველი მისი გამოსვლა ტრაგიკომედიაა და აშკარა დადასტურებაა მისი უუნარობის.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მოქალაქეთა გაერთიანებასთან რომელიც იზიარებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრდება 2013 წლის 20 იანვარს,“ – წერია მემორანდუმში.
მემორანდუმს 50 ორგანიზაციის სახელით ხელს აწერენ: რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ელგუჯა ბურდული, ვახტანგ ტატიშვილი, ნიაზ ბოლქვაძე, ზაზა ხატიაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, ნუგზარ კახნიაური, ავთანდილ იოსელიანი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ანზორ ბაბუხადია, გიზო შარვაშიძე, მარინა კაჟაშვილი, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი, შოთა ზოიძე, ლელა ნაცვალაძე, ედიშერ რევიშვილი, გულიკო გაბაძე, დავით თევდორაძე, თეიმურაზ კვარაცხელია, ალექსანდრე კობაიძე, ნინო ჩხობაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ნუნუ მუმლაძე, შოთა ჩხეიძე, ტიტე ლეფსაია, ნანა შარაშიძე, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი შარვაშიძე.