სტუმართა შორის იყვნენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ჯინჭარაძე და “ქართული ოცნების” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი _ გოჩა ჯიქია.
სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ნინო დოლიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა თამაზ ჯინჭარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩოხატაურში სამუსიკო სკოლა ის ნათელი წერტილია, სადაც მაღალ მუსიკალურ გემოვნებას უყალიბებენ ბავშვებს.
დასასრულ, პატარებმა შეასრულეს სკოლის პედაგოგის, მარინე მამალაძის ახალი სიმღერა.