წლის მიწურულს, ოზურგეთის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები აქტიურობდნენ და კოლეგებს მოუწოდებდნენ, მხარი არ დაეჭირათ წლის მთავარი დოკუმენტისთვის, დეპუტატების უმრავლესობამ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
2013 წლის ბიუჯეტი 10 000 000 ლარით არის განსაზღვრული, აქედან, სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 759 000 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება საყოველთაო დაზღვევა, ზემოთ აღნიშნულ პროგრამებში შესაბამისი ცვლილებები შევა.