_ შეტყობინება შემოვიდა 23 საათსა და 18 წუთზე. მანქანა გავიდა გამოძახებაზე 23 :19 საათზე. რომ მივიდნენ ადგილზე, სახლის ჭერი მთლიანად ჩამონგრეული იყო. თუმცა, გამოძახება მაინც დროული იყო, რადგან შეიძლებოდა, ცეცხლი მეზობლის სახლზე გადმოსულიყო. ამის გამო, გამოძახება დილითაც მოხდა, რადგან ღამით ისევ გაღვივდა ცეცხლი.
ხანძრის დროს, ადგილზე პატრულიც იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია, საქმეს კი ოზურგეთის რაიონული პოლიცია იძიებს.
დაზარალებული ზაქარიაძე გამგეობას დახმარებისთვის მიმართავს.