პატრულის თანამშრომელი, 2 იანვარს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
დაკრძალვის ცერემონიალი დუშეთის რაიონის სოფელ ილტოზაში, პოლიციის საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. მინისტრმა პირადად მიუსამძიმრა გიორგი თექთუმანიშვილის ოჯახს და საფლავი გვირგვინით შეამკო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი თექთუმანიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.