https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დეპუტატი და კოალიცია, როგორც იქნა, შეთანხმდნენ

14:01; 17.01.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს კოალიციის ყოფილი შტაბ-ბინის შენობასთან დილიდანვე იყვნენ შეკრებილები კოალიციის კოორდინატორები და ოფისის ყოფილი თანამშრომლები. ისინი მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის მოსვლას ელოდნენ, რომელსაც გამგებლობის კანდიდატი უნდა წარედგინა მათთვის.

დეპუტატი შეხვედრაზე ოდნავ დაგვიანებით მოვიდა, რაც იმით ახსნა, რომ ბევრ ამომრჩეველს შეხვდა. ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი იმის გამო, რომ პარლამენტის არც ერთ სხდომას არ აცდენს, ხშირად იმყოფება მშობლიურ ქალაქში და აქტიური ურთიერთობა აქვს მოსახლეობასთან.

ადგილობრივი მედიიდან შეხვედრაზე მხოლოდ “გურია ნიუსი” იმყოფებოდა, რაც სავარაუდოდ, არ მოეწონა დაჯგუფებას, რომელიც კვირკველიას დაჯგუფების სახელითაა ცნობილი. მაკა კვირკველიამ შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე გარეთ გამიხმო და “საიდუმლოდ” მითხრა, რომ შეხვედრა ჟურნალისტებისათვის დახურულია და ზაზა ურუშაძე წინააღმდეგია დეტალები პრესით გახმაურდესო. იმის გამო, რომ არ დავემორჩილე მის თხოვნას თუ მოთხოვნას და მაინც დავბრუნდი დარბაზში, მისი თანამოაზრეები ცოტათი უკმაყოფილონი ჩანდნენ.

თემურ ჩხაიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ზაზა ურუშაძე წარუდგინა, როგორც გამგებლობის კანდიდატი და დაამატა, რომ მზადაა ამ თემის ირგვლივ ყველა კითხვას უპასუხოს. შემდეგ თავად წარდგენილი კანდიდატი შეეცადა მისი მისამართით დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გაეცა.

შეხვედრა მცირედი ინციდენტით დაიწყო _ მომავალი გამგებლის მისამართით ერთ-ერთმა დამსწრემ გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა. მან ბრალი დასდო ურუშაძეს მისი და კიდევ რამდენიმე ლანჩხუთელის მიმართ ჩადენილ აფიორაში. როგორც დაზარალებული რეზო ორმოცაძე ამტკიცებდა, წლების წინ ზაზა ურუშაძემ ის და სხვა გლეხები “გადააგდო” და გაყიდული მანდარინის საფასური არ გადაუხადა. მის განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი ვახტანგ ზენაიშვილი იძულებული გახდა, შეკრებილებისთვის განემარტა, რომ ეს იყო გამგებლობის კანდიდატის შეხვედრა კოალიციის წევრი პარტიების წარმომადგენლებთან და შეხვედრის ფორმატი პირადი პრეტენზიების გამოთქმის საშუალებას არ იძლეოდა. ამის შემდეგ ორმოცაძემ დარბაზი დატოვა და ზაზა ურუშაძეს საშუალება მიეცა შეკითხვებზე პასუხი გაეცა.

მან უარყო რაიმე შეხება ამ საქმესთან: “ამ ადამიანს არ ვიცნობ, არც მანდარინით ვაჭრობასთან მქონია შეხება არასოდეს. 1997 წელს და მომდევნო წლებშიც კი საქართველოში საერთოდ არ ვიმყოფებოდი.” ასეთი იყო გამგებლობის კანდიდატის განცხადება.

რაც შეეხება ამირან ქანთარიასთან დაკავშირებულ გახმაურებულ უსიამოვნებას, დეპუტატის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მცირე განმარტება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამირან ქანთარიას ერთხელ შეხვდა პირადად და ისიც მისი ძმის დავალებით. როგორც ურუშაძე ამბობს, საქმე ეხებოდა წლების ყაზახეთში მომხდარ შემთხვევას. ზაზა ურუშაძის ძმა და ლანჩხუთელებისთვის კარგად ნაცნობი ექიმის ამირან ქანთარიას ძმა ყაზახეთში ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ურუშაძემ განაცხადა, რომ ქანთარიამ დიდი რაოდენობით თანხა მიითვისა და მას ყაზახეთის პოლიცია ეძებდა. “როცა ის საქართველოში დააკავეს, მე გამომიძახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც ჩემი ძმის წარმომადგენელი. მაშინ ვნახე პირველად ამირან ქანთარია. არც მანამდე და არც მას შემდეგ მასთან შეხება აღარ მქონია. ის ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე დავინიშნებოდი ლანჩხუთის გამგებლად, გამოაქვეყნებდა ჩემს მაკომპრომეტირებელ მასალას გაზეთებში. მე მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ცილისწამებისთვის ვუჩივლე. ამ საქმესთან დაკავშირებით მინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გარკვეული იყოს და აღარ მომიწიოს თავის გასამართლებელი განცხადებების კეთება,” _ აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.

ამის შემდეგ მან საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, თუ როგორ მოახერხებს საკუთარი კონტაქტებით და სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ლანჩხუთში. ამ საქმეში კი, უპირველესად, იგი დეპუტატის მხარდაჭერას ელოდება.

ზაზა ურუშაძეს მამათის ჩაის ფაბრიკასთან დაკავშირებითაც მოუხდა განმარტებების გაკეთება. საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით მამათელებს, მისი მისამართით აქვთ პრეტენზიები _ ხალხი უკმაყოფილოა იმით, რომ მან და მისმა ოჯახმა შეიძინა და შემდეგ კი დაანგრია ჩაის ფაბრიკა მამათში. “ეს ჩაის ფაბრიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სრულიად კანონიერად შეიძინა ჩემმა ოჯახმა. შევისყიდეთ ყველა აქციონერის კუთვნილი აქციები, რომლებშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა გადავიხადეთ. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ქონების გადასახადის გადახდა, სახელმწიფომ ვალი დაგვაკისრა და გადაუხდელობის გამო ჩაის ფაბრიკა ჩამოგვართვეს. 2004 წელს კი კვლავ დაგვიბრუნეს (ამ ფაქტთან დაკავშირებით რეზო ორმოცაძემ მოკლე რეპლიკა წარმოთქვა _ კარგად დააკვირდით, როდის დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება _ როცა “ნაციონალები” ყველას ყველაფერს ართმევდნენო! მაგრამ რეპლიკის ადრესატმა ამას ყურადღება არ მიაქცია). მეც არ მსიამოვნებს დემონტაჟს რომ ვახდენთ, მაგრამ ფაბრიკა 1934 წელსაა აშენებული და ამორტიზირებულია. გადაწყვეტილი გვაქვს, მის ნაცვლად მცირე საწარმოები გავაკეთოთ მამათში, კერძოდ, ხილის გადამამუშავებელი, მცირე ჩაის ფაბრიკა და აგურის საამქრო. მოლაპარაკებები უკვე დავამთავრეთ ჩინურ კომპანიასთან და მალე რეალობად ვაქცევთ ამ დაპირებას,” _ ასეთი იყო ურუშაძის პასუხი.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა კოალიციის შემადგენელი ორი სუბიექტი, იგრძნობოდა, რომ შეთანხმება დეპუტატსა და კოალიციის წარმომადგენლებს შორის უკვე შედგა და შედეგიც მიღწეულია.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ელგუჯა ჩხაიძე აცხადებს, რომ მის პარტიას კვლავ ექნება კიდევ ერთი დახურული შეხვედრა გამგებლობის კანდიდატთან, რომელზეც იგი, ამჯერად უკვე მათ შეკითხვებს უპასუხებს.

მიუხედავად “თავისუფალი დემოკრატების” თავშეკავებისა, აშკარაა, რომ ზაზა ურუშაძის გამგებლობაზე უკვე აღარავინ დაობს. ახლა თემურ ჩხაიძეს მხოლოდ ერთი საზრუნავი დარჩა _ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დაითანხმოს “ნაციონალური” საკრებულო და ახალი გამგებელი დაამტკიცებინოს.

მალე, ალბათ, ლანჩხუთის გამგეობის წინ გაშლილი კარავიც დაკარგავს აქტუალობას და ქუჩის პოლიტიკის შემოქმედები მუნიციპალური შენობიდან პარტიულ დროშასაც ჩამოხსნიან. დღეს კი ამ გუნდმა უარი განაცხადა შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შეურთდა თუ არა "ქართულ ოცნებას" "ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი მხარდამჭერი

გათავისუფლებული პროკურორი დაინიშნა

ყველა სიახლე

მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო