შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანა ნადარეიშვილმა, დღეს განცხადება გააკეთა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმეების ხელოვნურ “შეკერვაში” დაადანაშაულა:
_ სანდო წყაროს ცნობით, მთავარი პროკურორის მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ორგანიზებით მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რამდენიმე მაღალი რანგის პროკურორი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმეების ხელოვნურად შეკერვა იყო. ნაცვლიშვილმა გასცა მკაცრი ბრძანება, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევის ჩათვლით უახლოეს პერიოდში ბაჩოს ახალი ბრალი წარუდგინონ. პროკურორებმა მიიღეს მითითება, ჩამოაყალიბონ მწყობრი ლეგენდა და ცრუ დასმენაზე წამომსვლელი ადამიანების მეშვეობით მოხდეს ჩვენებების ფალსიფიცირება. მთავარი პროკურორის მოადგილემ პროკურორები გააფრთხილა, რომ დავალების სრულყოფილად ვერშესრულების შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ. ცალსახაა, რომ ასეთი ტიპის ბრაძანება შეიძლება, პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრისაგან მოდიოდეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულზეა აგებული და არავითარი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან და სამართლიანობასთან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მთავარი პროკურორი პირადად აწარმოებდნენ ბინძურ კამპანიას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და სასტიკ დანაშაულებში სდებდნენ ბრალს, რითაც პირდაპირ ზეწოლას ახდენენ გამოძიებაზე და სასამართლოზე. საბოლოო ჯამში, მის წინააღმდეგ მტკიცებულებების გარეშე წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა საზოგადოებას ამ პირების განცხადებების სიცრუე დაანახა. ამან, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრისა და ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობების პირების წუხილი გამოიწვია. შესაბამისად, მათ საჭიროდ ჩათვალეს, ლაშა ნაცვლიშვილის მეშვეობით, რომელიც ასეთი საქმეების ოსტატია, ლეგენდა შექმნან, _ აცხადებს ანა ნადარეიშვილი.