რას ფიქრობს ოპოზიციის ბრალდებებზე საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კახა კალაძეს ესაუბრა.
_ ბატონო კახა, როდისთვის იქნება შესაძლებელი 300 კილოვატზე მეტი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გაიაფება?
_ ჯერჯერობით, 300კვტ-ზე ზევით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გაიაფება არ არის შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. სწორედ ამიტომ მოხდა სამთვიანი მემორანდუმის გაფორმება. დეტალურად უნდა მოხდეს იმის შესწავლა, რამდენად არის შესაძლებელი მომავალში შეუმცირეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური იმ ადამიანებს და კომპანიებს, რომლებიც 300 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.
_ თქვენი ოპონენტები უმცირესობიდან საუბრობენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობისთვის შეღავათიანი ტარიფების დაწესება. რა პასუხს გასცემდით მათ?
_ ყველა დაპირებას, რაც გვქონდა, აუცილებლად შევასრულებთ. ეს დაწყებულია – დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენით.ხომ ხედავთ, რა ხდება პროკურატურაში სარჩელების შეტანასთან დაკავშირებით, რიგი დგას. რაც შეეხება ტარიფების შემცირებას, ჩვენ ვამბობდით და შევასრულეთ. მოხდა ტარიფების შემცირება, რაც მომავალშიც იგეგმება.
დასანანია და მტკივნეულია ის, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, შესაძლებელი იყო ერთი, ორი, სამი, და ოთხი წლის წინაც.