წამყვანის კითხვაზე, ვის მიერ გაკეთდა ის ჩანაწერები, რომელიც მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას იღებს და აცხადებს, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ნებისმეირი სახის პირადი ჩანაწერების გაკეთება და მათი სხვა მიზნებით გამოყნება, სასტიკად იყო აკრძალური.
ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდ შეცდომად ვანო მერაბიშვილი ამნისტიას ასახელებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს სიტუაციაზე, რასაც ძალიან მალე მიხვდება ქართული საზოგადოება.