"სულ ცოტა ხნის წინ მოგვმართა გიორგი გელა ნიკოლაიშვილმა და მოითხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების გადაცემა. ადვოკატის ამ მოთხოვნის შესრულების მიზნით მოხდა საქმის შესწავლა, რის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
საქმის გამოძიებისას 2006 წლის 6 იანვარს ამერიკის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულებაში დაინიშნა ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, სადაც შედარებითი გამოკვლევისათვის გაიგზავნა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები, სიგარეტის ნამწვები, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების ჩემიას, ხერკილაძის, გვიჩიანების და პაპაჩაშვილის ნერწყვის, თმის და თითის ანაბეჭდების ნიმუშები. 31 მარტით დათარიღებული დასკვნით გამოირიცხა სიგარეტის ნამწვავზე მკვლელობის შემსრულებლების დნმ_ს არსებობა თუმცა ეს დასკვნა არ დაერთო საქმეს მტკიცებულებად და ისე წარიმართა სასამართლოში. საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი," _ განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
გარდა ამისა მთავარი პროკურატურის არქივში აღმოჩნდა 2006 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები არ წარმოადგენს არც ერთი ბრალდებულის თითის ანაბეჭდს, აღნიშნული დასკვნაც არ დაერთო საქმეს, რომელიც ამ დროს სააპელაციო წესით იხილებოდა.
აღნიშნული დასკვნები ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს გადაეცემა, რომელიც უახლოეს დღეებში პროკურატურას გიორგი გვიჩიანის საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართავს.