ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის მიმოხილვა იყო. ამ მიზნით შეხვედრაზე მხარეებმა გასული და მომავალი წლების სამხედრო დახმარების პროექტები და მათი ფინანსური ასპექტები განიხილეს.
დღესვე, საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული ფინანსების გადანაწილების დოკუმენტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ და აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ევროპისა და აფრიკის რეგიონალურმა დირექტორმა თომას ქეითლიმ მოაწერს.