ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, წელიწადში ოთხჯერ _ 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს, 1 ნოემბერს, ინფორმაციას ცესკოს აწვდიან.
ასევე, მინაცემები უნდა განაახლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა იმ გარდაცვლილ პირთა შესახებ, რომელთა ოჯახის წევრებსაც არ მიუმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, ასევე, ინფორმაცია იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ, რომლებსაც შეეცვალათ სახელწოდება და ნომერი. საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებული მონაცემების ცესკოსთვის გადაცემის ვალდებულება აქვთ უზენაეს სასამართლოს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსაც.
სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე, ცესკომ უნდა განაახლოს ამომრჩეველთა სია.