“კაცი როდესაც ციხეშია, მასთან გამომძიებლები ციხეში მიდიან. ეს ადამიანები მენტალურად უკვე ციხეში არიან. თვითონ რომ ვერ მიდის პროკურატურაში, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს იზღუდავს. ამიტომ გამომძიებლები მასთან უნდა მივიდნენ, როგორც პატიმართან და დაკითხონ. რაც შეეხება ყოფილ ქალაქის პროკურორ გიორგი ღვინიაშვლს, მას იბარებენ მისი პროკურორობის დროს ძალიან გახმაურებული და დამალული მკვლელობის საქმეზე. ამას არანაირი კავშირი არ აქვს მის დეპუტატობასთან. აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის სხვადასხვა თანამდებობის პირების საუბარი, რომ მათთან მივიდნენ გამომძიებლები და იქ გასცემენ კითხვებს პასუხს. ბატონ ღვინიაშვილს პრესკონფერენციაზე არ იბარებენ, მას იბარებენ კონკრეტულ დანაშაულზე,” _ განაცხადა თინა ხიდაშელმა “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში.
თინა ხიდაშელმა პროკურატურა ყოფილი დეპუტატების მოწმის სტატუსით დაკითხვის გამო გააკრიტიკა და დასძინა, რომ მსგავსი პრეცედენტის დაშვება შეცდომა იყო: “ვფიქრობ, რომ არ იყო მისაღები, როცა რამდენიმე ყოფილი დეპუტატი დაიკითხა მათ სადეპუტატო საქმიანობის გახორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეს იყო კუკავა და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ცნობილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დაიკითხნენ. თუკი რამეა კონსტიტუციით დაცული, ეს რის დეპუტატის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საიდუმლოება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო არასწორი. არ შეიძლება როდესაც პროკურატურა ქვეყანაში ასეთ პრეცედენტს ქმნის.”
ხიდაშელის თქმით, ის არ იზიარებს საზოგადოების კრიტიკას პროკურატურის მიმართ, რომელმაც ქალაქის მერი საკუთარ სამუშაო კაბინეტში დაკითხა: “ეს არ არის პრობლემა, რადგან პროკურატურის ქმედება გამოძიების ინტერესებით იყო ნაკარნახევი. კარგი იქნება, თუ გამომძიებლები ქუთაისში ჩამოვლენ და პარლამენტში დაჰკითხავენ გიორგი ღვინიაშვილსაც”