“საქმე იმაშია, რომ თანაშემწემ, როდესაც მას ამოსაცნობად ფოტოსურათები წარუდგინეს,ხელი დაადო ადამიანს რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ არის და დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა”– განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძემ შს სამინისტროს სპეცსამსახურები ზეწოლაში დაადანაშაულა.
ინფორმაცია თანაშემწის გადაბირების შესახებ 19 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. თავდაპირველად თანაშემწის ვინაობა არ დასახელდა, თუმცა რამდენიმე დღეში გარკვა რომ “გადაბირებული” ია ბარამიძე იყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შს სამინისტროს სპესსამსახურების მხილებასთან დაკავშირებული მისი ქმედება გმირობად შეაფასა და პროკურატურას მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო გამეცნო ადამიანი, რომელმაც დაიცვა სასამართლოს ღირსება და პრესტიჟი, არ შეუშინდა იძულებას და ამის თაობაზე ხმამაღლა განაცხადა. მე მას დიდი მადლობა გადავუხადე და ასევე აღვუთქვი მომავალში მხარდაჭერა, რომ დაცული იქნება მისი უსაფრთხოება. ასევე ველით, რომ ეს საქმე ძალიან დეტალურად იქნება გამოძიებული და დადგენილნი იქნებიან ის პირები, რომლებიც სასამართლოს წინააღმდეგ ახორციელებდნენ მსგავს ქმედებას“.-განაცხადა კუბლაშვილმა 21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.