კბილაშვილის თქმით ციხეებში პატიმართა ცემის, სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების შეურაცხყოფისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის თემები ეს ის სამი კატეგორიაა , რაც გლობალურ მიდგომას საჭიროებს და ინდივიდუალურ რეჟიმში მათზე პასუხის გაცემა ძნელია.
”ციხეებში წამების ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ 2 ათასამდე პატიმარი დავკითხეთ , ისინი გვიყვებიან თავიანთ უბედურებას , მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ ადამიანს, რომელიც სამი წლის წინ სცემეს, არც კვალი ეტყობა, არც ექსპერტიზაა ჩატარებული და არც ის ახსოვს ხშირ შემთხვევაში თუ ვინ სცემა. ამიტომ ძნელია აქ ინდივიდუალურად დანაშუალი გამოიკვეთოს, ჩვენ გადავწყვეტთ შევქმნათ და მოვიძიოთ ასეთი მაქსიმალური რაოდენობა ასეთი ფაქტების და მივცეთ რაღაც განზოგადებული შეფასება, რომელზეც ეხლა ვფიქრობთ და ვმუშაობთ”-განაცხადა კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.