იმ საქმეებთან მიმართებაში, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. არასამთავრობოები ასევე საუბრობენ, რომ პროკურატურას აქვს პრიორიტეტული საქმეები და გამოძიებისას საქმეთა შერჩევითობას აქვს ადგილი.
“ეს კრიტიკული შენიშვნები ლოგიკურია და სწორია. მთელ რიგ საქმეებში, როგორიც არის კერძო საკუთრების ჩამორთმევა, ჩვენ ჩამოვრჩებით და პრაქტიკულად ვერ ვასწრებთ ფეხი ავუწყოთ მოთხოვნას. შერჩევით საქმეების განხილვა ხდება გარკვეული პრიორიტეტის გათვალისწინებით. როდესაც ვთქვი, რომ 18 ათასზე მეტი განცხადებაა შემოსული, გასაგებია, რომ ყველას ვერ გაართმევ თავს, ამიტომ გარკვეულწილად პრიორიტეტები დავაყენეთ, ანუ უპირატესი ადგილი მივეცით ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, წამებას, ცემას, შემდეგ უპირატესი ადგილი მივეცით საფინანსო სფეროში მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულს და ცოტა უყურადღებოდ დაგვრჩა კერძო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ახლა ამ საკითხსაც წამოვწევთ, რადგან საზოგადოება უკვე მოელის კონკრეტულად მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს. კი, საზოგადოებას აწუხებდა ციხეში არაადამიანური მოპყრობა, აინტერესებდა მოხელეების მიერ თანხების გაფლანგვა, მაგრამ ასევე აინტერესებთ ის საქმეები, რაც კონკრეტულად მას ეხება. მათი კერძო დარღვეული უფლებების აღდგენა უნდა გახდეს ჩვენი პრიორიტეტი,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა მისი უწყების მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხად.