“კონკრეტულად დონაძის შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების დროს სასამართლო მოქმედებს იმ პრაქტიკის მიხედვით, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დგინდებოდა, ამიტომ ეს იქნება დონაძე, წულუკიანი თუ კუბლაშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს სასამართლოსათვის.” – განაცხადა კუბლაშვილმა.
_ გურამ დონაძესთან დაკავშირებით, პროკურატურამ ერთ-ერთ არგუმენტად მისი მხრიდან მოწმეზე ზეწოლის შემთხვევაზე მიუთითა.
_ სასამართლო ყველას მიუდგება საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. დონაძის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული სწორედ ასე, იმიტომ რომ ამ საქმეში ეს პრაქტიკა იყო , სხვა საქმეში სხვა პრაქტიკა იქნება.
მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი კახა წერეთელი ამბობს, რომ ყოფილი ჩინოვნიკების 90% სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ამ მხრივ გურამ დონაძე გამონაკლისი არ არის.
“ზოგადად მიდგომა არის ისეთი, რომ შევდივართ მაქსიმალურად დასაბუთებული არგუმენტებით. ცოტა უცნაურია სასამართლოს დამოკიდებულება, რადგან იგივე არგუმენტებით შედიოდა პროკურატურა 3-5 წლის წინაც. მაშინ არგუმენტების 100% რატომღაც სარწმუნოდ მიიჩნეოდა. დღეს კი ყოფილი ჩინოვნიკების საქმეებში ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტების 90-%-ს სასამართლო არადამაჯერებლად თვლის.”-აცხადებს კახა წერეთელი “გურია ნიუსთან.”