და მოსახლეობის 100% დაზღვეული იქნება.
დავით სერგეენკო: “ამ ეტაპზე, მოსახლეობის მხოლოდ 50 პროცენტი სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო დანარჩენს, ანუ 2 მილიონამდე მოქალაქეს, სახელმწიფო თებერვლის ბოლოდან გადასცემს სადაზღვევო პაკეტს. ერთ-ერთი საკითხი იყო რეგულაციური აქტი, რომლითაც დარეგულირდება ახალი პროექტი. კიდევ ერთი დანაპირები ასრულდება აპრილიდან – სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაეზრდებათ. 100-დან 125 ლარამდე მომატებულ სოციალურ დახმარებას 21 000 ადამიანი მიიღებს”.
მინისტრის განცხადებით, ეს პროექტი პირველ ეტაპზე შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც არანაირი დაზღვევით არ სარგებლობენ და უხდებოდათ საკუთარი ხარჯებით დაეფარათ სამედიცინო მომსახურება. პირველი ეტაპი გაგრძელდება 1 ივნისამდე. რაც შეეხება აქამდე დაზღვეული მოქალაქეებს, სახელმწიფო მათ მიმართ ვალდებულების შესრულებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.