https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბატონო არჩილ, თქვენი “შეწყალებული” პროკურორები ძმის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ ჩემს შვილს!”

8:02; 25.02.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ასე იწყება “გურია ნიუსის” სახელზე მოსული კიდევ ერთი გამოხმაურება, რომელიც არჩილ კბილაშვილის ინტერვიუს მოყვა.

“გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან ჩავწერეთ, (“რატომ რჩებიან პროკურატურაში ადეიშვილის პროკურორები _ არჩილ კბილაშვილის კომენტარი”) სოციალურ ქსელებსა და ჩვენს პირად მეილზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავიანთი საქმიანობით პირდაპირ კავშირში იყვნენ სამართალდამცავ ორგანოებთან.

მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა არჩილ კბილაშვილის ლოგიკა ადეიშვილის დროინდელი პროკურორების უწყებაში დატოვების შესახებ.

” მე ავიღე ასეთი სტანდარტი: შეცვლილი ყოფილიყო ყველა ხელმძღვანელი ცენტრალურ და შუალედურ დონეზე, რადგან ვთვლიდი, რომ ისინი იყვნენ იდეების გენერატორები იმ პრაქტიკისა და მანკიერი სამართალგანხორციელების პრინციპებისა, რაც კი ხდებოდა. იყო ეს წყაროები და შეიცვალა. ის ნაწილი, რომ პროკურატურაში ადამიანები ასრულებდნენ ამ დავალებებს, ამ სტანდარტის მიღმა აღმოჩნდნენ და მუშაობენ ჩვენთან, ოღონდ აქ მეორე სტანდარტი შემოვიტანე. თუ იქნება ინდივიდუალური საჩივარი, რომელიც მათ ამხელს იმაზე მეტ დარღვევაში, ვიდრე იყო დავალების შესრულება, ეს საკითხები განიხილება ინდივიდუალურად. ვფიქრობ, რომ ეს უფრო სამართლიანი მიდგომა იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ერთად, ოთხასამდე ადამიანი ხელაღებით უნდა გაგვეშვა და მთლიანად დაცლილიყო პროკურატურის სისტემა. ეს რთული იყო, ტექნიკურადაც რთული იყო. მთლიანად გამოიწვევდა საქმიანობის პარალიზებას და მეორე, არც მაინცდამაინც სამართლიანად მიმაჩნია.“ _ აცხადებდა არჩილ კბილაშვილი “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ თუკი იქნებოდა ინდივიდუალური საჩივრები რომელიმე პროკურორთან დაკავშირებით, მას ინდივიდუალურად განიხილავდნენ.

“გურია ნიუსი” კიდევ ერთ ინდივიდუალურ გამოხმაურებას აქვეყნებს, რომლის ავტორიც გახლავთ პატიმარ დავით რუსიშვილის დედა, თინა რუსიშვილი.

“როგორ  უნდა შერჩეთ პროკურორებს: მიხეილ ჩხეიძეს, დავით ხიზანაიძეს და გიორგი კოკაიას ის დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს 19 წლის დავით რუსიშვილის მიმართ? ამ ხალხს თუ შეიძლება ხალხი ვუწოდოთ, იმდენი ჩადენილი დანაშაული აქვთ, რომ მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს. მათ  ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული.

როგორ  უნდა  ეპატიოთ,  ან რა მორალური უფლება აქვს ვინმეს, აპატიოს ის უამრავი სიცრუე რასაც მარტო დავით რუსიშვილი კი არა, უამრავი ახალგაზრდა შეეწირა?

რა პასუხს გასცემთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლაც კი ციხეებში ზიან და იტანჯებიან ამ მთავრობის პირობებშიც, როცა ეს უზნეო, ვითომდა პროკურორები თავისუფლად თარეშობენ, უფრო უარესი, დაწინაურებულებიც არიან.

არა, არავის არ აქვს უფლება ამ ხალხს აპატიოს თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვა.

ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც ძმის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ ჩემს შვილს, შედიოდნენ ციხის საკანში, აიძულებდნენ თანამშრომლობას და პირდებოდნენ საზღვარგარეთ გაშვებას თუ მკვლელობას, რომელიც მას არ ჩაუდენია, აღიარებდა! მათ ცინიზმს საზღვარი არ ჰქონდა, ხელფასსაც  კი ჰპირდებოდნენ. ამას აკეთებდნენ თქვენს მიერ “შეწყალებული” პროკურორები!

პირადად მე დამიბარეს პროკურატურაში და მთავაზობდნენ აღიარების სანაცვლოდ   7 წელს და მაძლევდნენ გარანტიებს,  3 წელიწადში გამოვიყვანთო (იქ იმყოფებოდნენ:  ხიზანაიძე, ჩხეიძე და ჩემთან ერთად ადვოკატები: თეიმურაზ მაგრაქველიძე და ლოტბერტ კუპატაძე), შემდეგ თვითონ ხიზანაიძემ დამირეკა და მთხოვა ადვოკატების გარეშე მივსულიყავი მოსალაპარაკებლად (ზუსტად მაშინ დამიწყო ვაჭრობა კოკაიამ ). ხოლო როცა დარწმუნდნენ, რომ მე მათ წინადადებებს არ მივიღებდი, დამემუქრნენ, რომ 21 წელი ჩემს შვილს ციხეში ამოალპობდნენ, რაც ძალიან კარგად შეასრულეს. თავიანთი ინტერესების გამო გაწირეს დავით რუსიშვილი.

როგორ უნდა ეპატიოს პროკურორებს ხიზანაიძეს და ჩხეიძეს ქურდობა, რაც მათ გამომძიებელ თამარ გაგუასთან ერთად ჩაიდინეს, როცა მოიპარეს, ჩვენი დასაკითხ პირთა სია,  რის გამოც უარი გვეთქვა სასამართლოზე ჩვენი მოწმეების გამოსვლაზე. მოწმეები, რომლებიც დ.რუსიშვილის სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებებს, ღამის საათებში პროკურატურის თანამშრომლებმა დაკითხეს ახლიდან და ფსიქოლოგიური ზეწოლით ჩვენების შეცვლა აიძულეს!

ბატონო არჩილ, იმდენი დარღვევა მაქვს სათქმელი, რომ მთელი ტომი გამოვა. ამიტომ თქვენ თუ დაინტერესდებით ყველა მასალას მოგაწვდით, რათა ამ ვითომდა პროკურორებს აღარ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ კიდევ მსგავსი დანაშაული ჩაიდინონ.” _ წერს თინა რუსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საუბარია 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის პროსპექტზე, დღისით, მზისით, მომხდარ საზარელ მკვლელობაზე. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილი უამრავი მოწმის თვალწინ მოკლეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი მაშინვე გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით:

განაჩენის მიხედვით, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის მიზეზი გახდა 2010 წლის მარტში მომხდარი 21 წლის სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობა გრიბოედოვის ქუჩაზე. ინციდენტში, რომელსაც ეს მკვლელობა მოჰყვა, სხვებთან ერთად მონაწილეობდა ზურაბ ტარყაშვილი, რომე­ლიც ამ ინციდენტში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და ხული­გნობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლით საპროცესო შეთანხმებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსა­ჯეს. 1 წლის და 7 თვის შემდეგ, 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში ტარყაშვილი ვადამდე გათავისუფლდა პატიმრობიდან და ათიოდე დღეში, 17 ოქტომბერს იგი რუსთაველზე სადისტურად იქნა მოკლული – 10 ტყვი­იდან მას 5 ფეხებში აქვს მოხვედრილი, 2 – ტანზე და 3 – თავში.

მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ 2 წლის წინ მოკლული სანდრო გოგბერაშვილის მამა ივერი გოგბერაშვილი, ვინმე ირაკლი აგლაძე (მაშინ ორივე მათგანი მიიმალა, ამჟამად სანდრო გოგბერაშვილი დაკავებულია) და 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობის მეორე დღეს საკუთარ სახლში დააპატიმრეს.

ამავე საქმეში ფიგურირებს ძველი თბილისის გამგებელი ნიკოლოზ (ნიკანორ) მელია, რომელსაც რუსიშვილები ცრუ მოწმეობაში ადანაშაულებენ და მთავარ პროკურატურაში მის წინააღმდეგაც შეიტანეს სარჩელი. რუსიშვილები აცხადებენ, რომ ამოცნობის პროცედურა თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო.

“იძულებით და ზეწოლით მიაცემინეს დათოს აღიარებითი ჩვენება, დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ,  ძმის მკვლელობით ემუქრებოდნენ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა. შემდეგ, მთელი ღამე აზეპირებინეს თავიანთი ტექსტი, უთენია გამოიძახეს ადვოკატთა  ასოციაციის წევრი – ადვოკატი ხათუნა ვაჭრიძე, რომელიც არც გასაუბრებია ჩემს შვილს, არ გაცნობია მასალებს და მისი საშუალებით დააკანონეს დ. რუსიშვილის აღიარება. და, აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ყველა საინფორმაციო საშუალებით აჩვენეს, ჩაატარეს ამოცნობა. ანუ ჯერ გააპიარეს და შემდეგ საღამოს ჩაატარეს ამოცნობა, სადაც ამომცნობები იყვნენ როგორც ოჯახის სიძე გ.გაზდელიანი, პოლიციელი გ.ბარათელი და აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი ნიკანორ მელია, რომლებმაც პირდაპირ იცრუეს და შეასრულეს პროკურატურის დავალება.

მელია ჩვენებაში ამბობს, მანქანის წინ ჩამირბინა და იმიტომაც მახსოვს სახეო, არადა პროკურატურის მიერ გადმოცემულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ მანქანის წინ არავის ჩაურბენია დ არც მანქანა გაუჩერებია. ექსპერტის მტკიცებით, მას არანაირად არ შეეძლო  დაენახა და მითუმეტეს დაემახსოვრებინა სახე, რადგან ის მესამე ზოლში მოძრაობდა  და თანაც მისთვის არავის არ ჩაურბენია” _ აცხადებს თინა რუსიშვილი.

დავით რუსიშვილის მიმართ 2012 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსა­მარ­თლის ვაჟა ფუხაშვილის მიერ დადგენილი გამამტყუ­ნებელი განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში.

რუსიშვილის ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ და პროკურატურას მიმართავენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

აქცია ოზურგეთის გამგეობასთან მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრის მოთხოვნით

გიორგი გვილავა: ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი

ყველა სიახლე

სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025
საზოგადოება

გურიაში თოვს

10:09; 29.12.2025
სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო