“მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე 6 300 ლარს აიღებენ. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა,” _ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გაუგებარია, რას გულისხმობდა პრემიერმინისტრი ხელფასების შემცირებაში, რადგან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი მინისტრის თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარია, შესაბამისად, მათი ხელფასი გაიზარდა 6 300 ლარამდე .
მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ პრემიებზე უარის თქმამდე, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მინისტრებს და მთავრობის კანცელარიის უფროსს მაია ცქიტიშვილს თებერვლის პრემიის სახით 4 335 ლარი გადასცა.
მაია ცქიტიშვილმა დეკემბერშიც სოლიდური პრემია მიიღო _ პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 1 ნოემბრის ბრძანებით, მას პრემიის სახით 12 390 ლარი ჩაერიცხა .