რომელთაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში და მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც განახორციელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო სალუქვაძის თქმით, პროექტთა ნუსხაში ამჯერად 8 პრიორიტეტული საკითხია შესული: დვაბზუ-ცხემლისხიდი-ვაკიჯვრის ადგილობრივი მნიშვნელობის 10.1 კმ. სიგრძის საავტომობილო გზის ცხემლისხიდი-ვაკიჯვრის 7.1 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია; სოფ. ოზურგეთი-მელექედური-დვაბზუს ადგილობრივი მნიშვნელობის 5.6კმ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქ. ოზურგეთის (ლესელიძის ქ.) – სოფ. ოზურგეთის ადგილობრივი მნიშვნელობის 600 მეტრი სიგრძის მონაკვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; მერია-ლაითურის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე 150 გრძ. მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაცია; ქ. ოზურგეთი-ანასეულის დამაკავშირებელი გზიდან დაბების: ნარუჯისა და ლაითურის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები. ადგილობრივი მნიშვნელობის 7721 მ. სიგრძის საავტომობილო გზის შეკეთება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის სანაპირო ზოლში 660 მეტრი ბულვარის მოწყობა; ლიხაური-აჭის ადგილობრივი მნიშვნელობის 3.3 კმ. სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.