https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მინისტრის განმარტებები ექსკლუზიურად “გურია ნიუსის” მკითხველისთვის

8:03; 14.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

და რას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე ესაუბრა.

_ ბატონო დავით, როდის გავა ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე?

_ გასულ კვირას, პირველი გადაწყვეტილება გამოცხადდა _ ასე ვთქვათ, კარები გაიღო. 38 შემოწმებული კომპანიიდან, 36-მა მიიღო დადებითი პასუხი. მინერალური წყლების 4 კომპანია დადებითად შეფასდა და იწყება შემდეგი ეტაპი _ რეგისტრაცია, რომელსაც სჭირდება ერთი კვირიდან ერთ თვემდე დროის მონაკვეთი. უკვე თითოეული საწარმო, თითოეული კომპანია, თავის პროდუქციას არეგისტრირებს ინდივიდუალურად. ამასთანავე გამოცხადდა, რომ 25 მარტს ჩამოვა მეორე ჯგუფი, რათა დაამთავროს ყველა იმ მსურველი კომპანიის ინსპექტირება, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს ამ პროექტში. ვფიქრობთ, რომ ინსპექტირება ამ თვის ბოლოსთვის დასრულდება. მეორეს მხრივ, გვაქვს სასოფლო სამეურნეო პროდუქცია _ ამასთან დაკავშირებით, 18 რიცხვიდან გველიან “როსსელხოზნადზორში”, სადაც დელეგაცია გაემგზავრება საქართველოდან და ანალოგიურად გამართავს მოლაპარაკებას, რათა ჩამოყალიბებული იქნას ერთიანი გადაწყვეტილება მთლიანად სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე და ის მოლოდინი, რომელიც ასეულ ათასობით ფერმერს და გლეხს აქვს, საბოლოოდ გადაიჭრას დადებითად. ამ პროცესში ვართ და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.

_ თუმცა, “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ეს ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს…

_ ეს ის საკითხია, რომელსაც, მგონი, ახსნა არ სჭირდება. ვინც ასე ფიქრობს, კეთილი ინებოს, მანქანაში დაჯდეს და გავიდეს სოფლად, ცენტრალური მაგისტრალიდან გადაუხვიოს, სოფელში შევიდნენ, დაელაპარაკონ მოსახლეობას _ ვინც აწარმოებს განსაკუთრებით ისეთ პროდუქციას, რომელიც ტრადიციულად ექსპორტზე გადიოდა _ ეს არის ხილი, ღვინო და ბოსტნეული. დაელაპარაკონ, გაიგონ, რას ფიქრობს ეს ხალხი და გაიგონ, იქნება თუ არა მათთვის დადებითი მოვლენა ბაზრის გახსნა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ბაზრის გახსნა საკმარისი არა არის. აქ არის საუბარი, რომ გარკვეულწილად შერბილდეს სავიზო რეჟიმი, რადგან პროდუქციას გადატანა სჭირდება. კარგად მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, მისი პირადი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ხვდება ბატონ კარასინს. ეს თემა დასმული იყო და არის დაპირება, რომ შემსუბუქდება სავიზო რეჟიმი. ამის გარეშე ვაჭრობა წარმოუდგენელია. ასევე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით წელს უფრო უკეთესი სიტუაცია ექნებათ მეწარმეებს და მართლაც პოზიტიური შედეგი დადგება მათთვის.

_ ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება მიმდინარეობს, თუმცა, საინფორმაციო კამპანია არც თუ ისე აქტიურია…

_ დაგეწევათ მალე.

_ სანამ დაგვეწევა, პირადად მინისტრისგან მოვისმინოთ, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს ბარათები და რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ გლეხებს?

_ პირველი და პრინციპული განსხვავება ამ ბარათისა მისი წინამორბედისგან ის არის, ფულად არ გადაიქცევა არავითარ შემთხვევაში. ეს არის მთავრობის მიერ გაწვდილი ხელი გამრჯე ადამიანისადმი, რომ ის დაუბრუნდეს შრომას. წლების მანძილზე სოფელი მიტოვებული ჰყავდა ხელისუფლებას და, კარგად მოგეხსენებათ, სოფლების უმეტესობა რა დღეში იყო. ყველა გაქცეულია სადღაც დღიურ სამუშაოზე და არ აქვს არანაირი საშუალება, რომ თავი დაიცვას საეჭვო წარმოშობის პროდუქციისგან, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა. ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე კი არა, ჩვენს ბაზარზეც დაკარგული იყო წლების მანძილზე. ახლა, ამ ადამიანებისთვის არის შეთავაზება, რომ დაამუშაონ დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწები ან უფრო უკეთ დაამუშაონ და მიხედონ თავიანთ ბაღს. აქ არსებობს ზღვარი. ზღვარი გახლავთ ჰექტარი და 25 მეასედი. მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამისა არის 0, 25-დან 1,25-მდე ჰექტარი მიწის მფლობელი. რატომ დავაწესეთ ეს ზღვარი, ხომ? როდესაც მიწის რეფორმა ჩატარდა, გაივლო ზღვარი და ეს ნაკვეთები იქნა გადაცემული კერძო საკუთრებაში. იყო რაიონები, სადაც 1,25 ჰექტარი მიწა მისცეს გლეხებს და იყო რაიონები, სადაც მიწის რესურსზე მეტი მოსახლეობა იყო. შესაბამისად, ნაკლები შეხვდათ, მაგრამ ეს იყო ის, რაც საკუთრებაში გადაეცათ და, ფაქტობრივად, ასე მოხდა მცირე ფერმერის დეფინიცია. 610 ათას ადამიანს აქვს 0.25 დან 1,25 ჰექტრამდე მიწა. რეფორმის დროს ცდილობდნენ, რომ ნაკვეთი არ დაექუცმაცებინათ, მაგრამ, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, ძალიან ბევრია იმ ზომის ნაკვეთი (0,25) სადაც ტექნიკა რეალურად ვერ შევა. ეს ძალიან დიდი სირთულეა ან საერთოდ საკარმიდამოშია გადასული. ამიტომ, 0.25 ჰექტრამდე და ქვემოთ მიწის მფლობელი მიიღებს 100 ლარის ღირებულების ბარათს და ეს თანხა არ შემცირდება მიწის კლებასთან ერთად _ ანუ 0.1 და 0.4 ჰექტარი მიწის მფლობელები განსხვავებულ თანხას არ მიიღებენ. თანხა იქნება 100 ლარის ექვივალენტი. ადამიანებს საშუალება ექნებათ, მივიდნენ იმ მაღაზიაში, რომელიც მალე გახდება ცნობილი და შეიძინონ ის, რაც სჭირდება მათ _ ეს იქნება სასუქი, ნედლეული ან ინვენტარი. რაც შეეხება მთავარ ჯგუფს 0, 25-დან 1.25 ჰექტრამდე _ ისინი იღებენ კომბინირებულ ბარათს, რომელშიც შედის ნიადაგის დამუშავების კომპონენტი _ ხვნა და შემდეგ ხნულის გაფხვიერება. შემდეგ მათ ეძლევათ ისეთივე ბარათი, როგორსაც მიიღებს 0,25 ჰექტარს ქვემოთ მიწის მფლობელი, ოღონდ უკვე ფართობის ზომის შესაბამისად. ერთ ჰექტარზე მთლიანი ღირებულება დაახლოებით 510 ლარია. 300 ლარი გამოდის ჰექტარზე. შესასყიდი ნომინალი, რომლითაც შეუძლიათ შეიძინონ ან ნედლეული ან ინვენტარი, მაქსიმუმი 1,25 ჰექტრის შესაბამისი, არის დაახლოებით არის 640 ლარი. ჩვენ აქ ვფიქრობდით ზღვრის გავლებას, მაგრამ არსებობს როგორც 1,25 ისე 1,26 ან 1,27 ჰექტარი მიწის მფლობელები, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იქნებოდნენ, როგორც 1,25-ის მფლობელი. თუმცა, აქ რაოდენობა ბევრად უფრო მცირეა, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან განხილვის შედეგად შევთანხმდით, რომ ეს ზღვარი აგვეწია 5 ჰექტრამდე. მოგეხსენებათ, რომ 5 ჰექტარზე ქვემოთ, მიწის გადასახადისგან გათავისუფლებულია მოსახლეობა და ეს ჯგუფი, რომელიც გვხვდება ამ მონაკვეთში _ 1.25-დან 5 ჰ-მდე მიიღებს ერთ ნომინალს _ ხვნა არ ჩატარდება. მხოლოდ 640 ლარის ექვივალენტი გადაეცემა ყველას ნედლეულის და ინვენტარის შესაძენად, ოღონდ ეს უკვე აღარ იქნება ფართობის ზომაზე დამოკიდებული. ანალოგიურად, ეს თანხა მიეცემა, ვისაც სახნავი საერთოდ არ აქვს და გააჩნია ბაღი, მას მიეცემა იგივე ბარათი ხვნის გამოკლებით, რადგან არ სჭირდება ხვნა.

_ ბატონო დავით, პრობლემა ის არის, რომ დასავლეთ საქართველოში ბევრს არ აქვს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები…

_ არამარტო დასავლეთში. მთელ საქართველოში 30% თუ ექნება დარეგისტრირებული მიწა.

_ ამ შემთხვევაში ეს ბარათები რამდენად იქნება ხელმისაწვდომი მათთვის?

_ ჩვენ მივდივართ დე ფაქტო მფლობელზე, ანუ კეთილსინდისიერ მფლობელზე, რომლის მიწის მფლობელობა დასტურდება ადგილობრივი მმართველობისგან ან რაიმე საბუთით. ეს პროგრამა მაინცდამაინც იმას არ გულისხმობს, რომ მიწა იყოს რეესტრში გატარებული, თუმცა, ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ დარეგისტრირება და დაიხუროს ეს საკითხი. ეს ადვილი არ არის, ამიტომ შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო

_ არის კატეგორია, რომელსაც არანაირი საკომლო ჩანაწერი არ აქვს, ან იყო ჩაის პლანტაცია და ახლა სარგებლობენ, როგორც საყანე ფართობს და ა.შ. ამ კატეგორიის ადამიანები თუ გყავთ გათვალისწინებული?

_ ეს ყველაფერი ადგილზე იქნება განხილული. დასავლეთ საქართველოში ახლა დაიწყო ეს პროცესი. ამჟამად ბარათების დარიგება მიმდინარეობს იმერეთში, მერე მოყვება გურია, სამეგრელო, აჭარა _ ეს იქნება ტემპის და ზომის მიხედვით, სად უფრო საჩქაროა ხვნის დაწყება. ადგილობრივ წარმომადგენელთან და მოსახლეობასთან ეს საკითხები გავლილი იქნება და თუ ვინმე იქნება დასამატებელი სიაში და ეს იქნება არგუმენტირებულად წარმოდგენილი, მას დაამატებენ აუცილებლად.

_ ბარათები რომელ მაღაზიაში განაღდდება?

_ იმ მაღაზიაში, რომელიც დარეგისტრირდება და ყველა მაღაზიის სია გამოქვეყნდება. მაღაზია, რომელიც გამოთქვამს სურვილს და ექნება ფიზიკური შესაძლებლობა რომ მოემსახუროს, რეგისტრირდება სოფლის მეურნეობის პროექტების სამინისტროში. ხალხის სრული ინფორმირებულობა მოხდება ამ კუთხით. ყველაფერი ეცნობება მოსახლეობას, სად უნდა მივიდნენ

_ წინასაარჩევნოდ დაპირებულ მილიარდიან ფონდზე რას გვეტყვით?

_ სწორედ ამ ფონდიდან ხდება ამ საქმიანობის დაფინანსება. დაახლოებით 185 მილიონი ლარია ამ პროექტის ღირებულება. ამის გარდა, ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირაში გაკეთდება განცხადება მოკლე და გრძელვადიანი კრედიტების შესახებ. ბოლო სტადიაშია ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებთან და ბანკებთან. როგორც კი ეს დოკუმენტები იქნება ხელმოწერილი, ამის განცხადებაც გაკეთდება. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის ამას.

_ რა ტიპის კრედიტებზეა საუბარი?

_ ეს იქნება სამი ტიპის კრედიტი _ მცირე, რომელსაც სასაქონლო განვადების ფორმა ექნება, ანუ, აქ თანხის გაცემა არ მოხდება, მაგრამ ადამიანს, რომელსაც თავისი წარმოებისთვის, ფართობის შესაბამისად ესაჭიროება კონკრეტული ინვენტარი თუ სხვა რამ, შესაძლებლობა ექნება 6 თვის განმავლობაში უპროცენტო განვადებით მიიღოს მაღაზიიდან სასურველი პროდუქცია. მეორე კომპონენტი გახლავთ 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე, სადაც გათვალისწინებულია საოპერაციო ხარჯები. ორ წლამდე სესხებს ბანკები გასცემენ. მაქსიმუმი შეთანხმება არის 17%, რომელსაც ფონდი დაუყვანს 6-დან 8%-მდე იმის მიხედვით, თუ რა პროცენტში მიიღო ბანკიდან ან საფინანსო ორგანიზაციიდან სესხი. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 50 000-იან ზღვრამდე მუშაობს, ამის ზემოთ უკვე ბანკი ერთვება. მესამე კომპონენტი _ დიდი, მილიონ ლარამდე სესხი საწარმოების შესაქმნელად გაიცემა. მოგეხსენებათ, ეს პრემიერის ინიციატივაა. მინიმუმ 60 საწარმო უნდა შეიქმნას და ვფიქრობ, მეტიც შეიქმნება. საუბარია მაქსიმუმ 15%-იან სესხზე, რომელსაც ფონდი დაიყვანს 3%-მდე და ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5-დან 7 წლამდე. ეს არის ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი სტიმული. ოღონდ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი _ სესხს ვერავინ აიღებს ზეპირი მოთხოვნით, რომ მე კარგი იდეები მაქვს და მომეცით სესხიო. კონკრეტულმა პირმა წერილი, გეგმა-პროექტი უნდა წარადგინოს ბანკში. ბანკი ამ პროექტს განიხილავს და ფონდი ჩაერთვება დასტურის შემთხვევაში. ეს იმიტომ ხდება, რომ უნდა ვიცოდეთ, იხარჯება თუ არა თანხა მიზნობრივად, რომ ბიზნესი მართლა გაიმართოს, რომ დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა და საშუალება გვქონდეს, მოვიხმაროთ ადგილობრივი ნედლეული.

_ გაქვთ თუ არა დაახლოებითი გეგმა, რომელ რეგიონში რა საწარმო უნდა შეიქმნას?

_ ეს არის დამოკიდებული კერძო სექტორზე. ბიზნესთან დაკავშირებით კერძო სექტორი ყოველთვის უფრო კარგად წყვეტს და მართავს, ვიდრე სახელმწიფო. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებს ჩაერევა სახელმწიფო ამ სფეროში, მით უფრო კარგია ბიზნესისთვის. სახელმწიფოს აქვს თავისი პრიორიტეტები, როგორიც, მაგალითად, სასურსათო უსაფრთხოებაა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხორბლის წარმოებას, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, მკვდარია საქართველოში. ერთი თვის მოხმარების ხორბალი მოჰყავს დღეს საქართველოს. სხვა ყველაფერი არის კერძო სექტორის და არც უნდა შეზღუდო. ერთ მაგალითს გეტყვით _ ახლა რომ კახეთს დაუწერო ასეთი გეგმა, ჩაწერენ ღვინოსა და ვაზს და არა ზეთისხილს. არადა, ინვესტორები ამერიკიდან ჩამოვიდნენ, გააშენეს ზეთისხილის ბაღი, ქარხანას აშენებენ და ფერმერებთან აპირებენ ხელშეკრულების გაფორმებას, რომ მათაც დაურიგონ ნერგები და გააშენონ. გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ ექსპორტზე და როგორც გვპირდებიან, უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის წარმოებას აპირებენ. ეს არის ბიზნესის ნაფიქრი და ჩვენ მხოლოდ უნდა დავეხმაროთ.

_ რას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების მეორე ეტაპი?

_ პირველ ეტაპზე რიგდება კომბინირებული და შემდეგ ემატება ამას ნომინალური.

_ ბატონო დავით, ხშირად ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პრობლემა პიარის ნაკლებობაა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, რაც ადასტურებს, რომ საინფორმაციო კამპანია არც თუ ისე აქტიური გაქვთ…

_ იცით რა, ინფორმაციის დეფიციტი არ უნდა იყოს. საინფორმაციო რგოლები უკვე მზადდება და მალე გავა. რაც შეეხება ზედმეტ ტაშს, ვფიქრობ, ჯობია, საქმემ წარმოგაჩინოს, პიარი სჭირდება გაკეთებულ საქმეს. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციის მოწოდებას, ამას მედიასაშაულებების დახმარებით გავაკეთებთ. გარდა ამისა, ყველა რაიონში ჩავა ჯგუფი სამინისტროდან, ფონდიდან და გამგებელთან და რწმუნებულთან ერთად მოსახლეობას აუხსნის ყველაფერს. ჯერ კარგად უნდა გაიგოს გამგებელმა და რწმუნებულმა თუ რაში შეიძლება მოიხმაროს გლეხმა ეს ბარათი და მერე უნდა აუხსნას სხვას. მაგალითად ის, რომ ამ ბარათს ბანკში ვერ გაანაღდებენ, ყველამ უნდა იცოდეს. თქვენი საშუალებითაც გაიგებს ახლა ამას თქვენი მკითხველი და ეს ძალიან კარგია. მინდა გითხრათ, რომ წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებების ასრულება ახლა იწყება.

_ ბატონო დავით, სულ ახლახან ჩატარდა იმ ადამიანების ტესტირება, რომლებიც ადგილებზე ახლადშექმნილ სოფლის მეურნეობის სამსახურში იმუშავებენ. ჩოხატაურელების ტესტირების შედეგებს გადავხედეთ, რამაც, ცოტა არ იყოს, გაგვაოცა _ ისეთმა ადამიანებმა მიიღეს მაღალი ქულები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში არანაირი გამოცდილება არ აქვთ.

_ ეს ტესტირება ორეტაპიანია. პირველი, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა, ჩატარდა იუსტიციის სამინისტროში. კონკურსანტებმა მხოლოდ საჯარო მოხელის ტესტი ჩააბარეს, თუმცა, ეს არ არის გადამწყვეტი. ამის შემდეგ, ბარიერგადალახული კანდიდატები გასაუბრებას გადიან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ძალიან კომპეტენტურ კომისიასთან. მათ მოუწევთ ისაუბრონ აგრონომიის საფუძვლებზე და ისეთ დეტალებზე, რაც ამ სფეროში მუშაობისთვის აუცილებელია. უვიც ადამიანს ვერ დანიშნავთ _ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, კვალიფიციური კადრი დაინიშნოს, რადგან მას თუ კვალიფიკაცია და ავტორიტეტი არ ექნება, თუ სწორი რეკომენდაციის გაცემას ვერ შეძლებს, სამსახურის დატოვება მოუწევს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ვაშა ჩვენს გარჯას! ვაშა შენებას!"

ვაჟა ლიპარტია: "მალე ყველა გაიგებს სიმართლეს"

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო