შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ფარმაცევტულ კომპანიასთან დაწყებულია, თუმცა, კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს.
"მე უკვე მქონდა მოლაპარაკება ცნობილ ბიზნესმენთან, ჩემს მეგობართან, ჩემი ნაცნობია ძველი. იქნებ, ფართო მოხმარების წამლებზე და ძირითადი დასახელება რაც არის, იმაზე მოვახერხოთ მკვეთრად ფასების დაწევა, რაც კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას," _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან.