უფლის ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა უდიდესი სასწაულია და ადამიანების ცოდვისგან დახსნას უკავშირდება. აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის.
ვუერთდები ჩვენი კათოლიკე თანამემამულეების სიხარულს, ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ, _ აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.