გამოფენაზე, რომელშიც 50 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველოს “მარნეულის სასურსათო ქარხანა” წარმოადგენდა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა საწარმოს სრულიასორტიმენტი – ქართული ტრადიციული რეცეპტით დამზადებული საწებელი, მჟავეული, ჯემი და მურაბა, ათასობით უცხოელს დააგემოვნებინა. ქართულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
“ჩვენს პროდუქციას გამოფენაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით კი ქართული მურაბით დაინტერესდნენ. ქართული პროდუქტები ბევრმა უცხოელმა მოიწონა, ხაზი გაესვა, როგორც მის შეფუთვას, ასევე არომატს, შემადგენლობასა და გემოს. ამ ეტაპზე ყველა დაინტერესებულ კომპანიებთან სამომავლო ურთიერთობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კომპანიის პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანის მიზნით, ანალოგიურ გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია,“ – მიაჩნია “მარნეულის სასურსათო ქარხნის” დირექტორს ირინე გაფრინდაშვილს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ინგლისში ექსპორტი 18 მარტიდან დაიწყო. პროდუქცია, რომელიც ლონდონის “ვიქენდ მარკეტებზე” გაიყიდება, სპეციალურად ინგლისელი მომხმარებლისთვის და მარკეტინგულ კვლევებზე დაყრდნობით, განსხვავებულად შეიფუთა და ასორტიმენტიც ქართული ბაზრისგან განსხვავებულია. უკვე წარმოებულ პროდუქციას ლონდონელებისთვის საზამთროსა და სამოთხის ვაშლის მურაბაც დაემატა. სპეციალურად ლონდონის სუპერმარკეტებისთვის,შეფუთვასა და ასორტიმენტში ცვლილებები პარტნიორი კომპანია “Good Food from Abroad“-ის რჩევით განხორციელდა. “მარნეულის სასურსათო ქარხანა” პირველ საექსპორტო ბაზარზე ახალი სახით წარსდგა და „სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე“ პარტნიორ კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა.
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
(R)