საქმე იმაშია, რომ იანვარში, ბილ მარმა განაცხადა, რომ მზად არის 5 მილიონი დოლარი დოლარი გადაურიცხოს იმ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ტრამპი შეარჩევს, თუ მილიარდერი დაამტკიცებს, რომ ის ორანგუტანის შვილი არაა.
ტრამპმა ეს წინადადება მთელი სერიოზულობით აღიქვა და მარს გაუგზავნა დაბადების მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს, ნიუ იორკის რაიონ ქვინსში და არის ფრედ ტრამპის და მერი მაკლეოდის შვილი. ამის შემდეგ ტრამპმა მოითხოვა, რომ მსახიობს სიტყვა შეესრულებინა _ 5 მილიონი გადაეხადა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის და როცა პასუხი ვერ მიიღო სასამართლოს მიმართა.
ტრამპის წარმომადგენელი მაიკლ კოენი აცხადებს, რომ მილიარდერი ახალ, შეცვლილ საჩივარს ამზადებს, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს ამ საჩივარს, რადგან ეს ხუმრობა იყო. თავად ტრამპის აზრით კი, ეს ხუმრობა კი არა, დაცინვა გახლდათ.
მარის ეს წინადადება მოჰყვა ტრამპის გასული წლის ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებას _ მაშინ მილიარდერი სთავაზობდა ბარაქ ობამას, რომ თუ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა დაბადების მოწმობას, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ობამა ამერიკის მოქალაქე იყო, ტრამპი 5 მილიონს გადაურიცხავდა იმ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ობამა აირჩევდა. გარდა ამისა, ტრამპი ამტკიცებდა, რომ გააკეთებდა ობამას მისამართით სენსაციურ განცხადებას, რას მკვეთრად იმოქმედებდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, თუმცა, არანაირი სენსაციური განცხადება არ გამოქვეყნებულა.