ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული გუნდები ეჯიბრებოდნენ. შეხვედრა წრიული სისტემით მიმდინარეობდა.
საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტის ავთანდილ თედორაძის განცხადებით, მსგავსი სახის შეჯიბრები ყოველ წელს გაიმართება რაც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ტურნირი ლანჩხუთის იმედო დუნდუა სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში დაახლოებით 300- მა ჰოკეისტმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვება ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიპოვეს.
თამაშს თბილისიდან ჩამოსული საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ თევდორაძე და ვიცე პრეზიდენტი, შალვა ბოლქვაზე ესწრებოდნენ.