ლომოური სოფლის მეურნეობაში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
ალექსანდრე ლომოური: “უნდა გახორციელდეს, რაც შეიძლება, მკაცრი კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის მიერ დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებზე, რომ არ გაჩნდეს ფინანსების არასწორი განაწილება და არამიზნობრივად გაფლანგვა, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. გამოსაძიებელია ის ფაქტიც, რომ დღემდე ასობით ადამიანი ელოდება სასოფლო სამეურნეო ბარათებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს წინა ხელისუფლების გზას და ის, როგორც ყოველთვის სირაქლემას პოზიციაშია, რომელიც დარგისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის პრობლემებს ქმნის. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ ვიცით რამდენი მილიონი გაიფლანგა წინა ხელისუფლების დროს. სწორედ ამისთვის უნდა შეიქმნას აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომისია.”