სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კობა ძამაშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ მენთეშაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კ. ძამაშვილმა და ი. მენთეშაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში საქონლის ტყავის ექსპორტისთვის, ერთერთ შპს – ზე უკანონოდ გასცეს „საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის ნედლეული“-ს ვეტერინარული სერთიფიკატი. რის საფუძველზეც შპს – მ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ტყავის ექსპორტი, თურქეთში სამჯერ განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.