_ დეპუტატმა გააპროტესტა ყოფილი მმართველი პარტიის წევრების მონაწილეობა ახალი რეფორმების გატარებაში, რომლებიც მანამდე საკრებულოს საერთოდ არ სცემდა პატივს და იმას აკეთებდა, რაც მისთვის მისაღები იყო:
“რატომ უნდა მონაწილეობდეს ყოფილი მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხების გადაწყვეტაში? ეს ჩემთვის მიუღებელია. ისიც კარგად მახსოვს, სწორედ თქვენ მეუბნებოდით ხელის ქნევით, ნუ ოცნებობო. ისიც მახსოვს, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყავით, დღეს კი საკრებულოს თავმჯდომარე ხართ. ასევე მინდა საკრებულოს წევრებს ვთხოვო, ყურადღება მიაქციონ იმ საკითხსაც, რომ ჩვენთან, რაიონში არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია _ “საქართველოს საკრებულოთა ეროვნული ასოციაცია”. მთელი ორი წელია, თქვენ იყავით ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ბატონო ამირან! მივმართავ აქედან “ენ დი აის“ და “აირაის“ _ თქვენ პირადად ჯერ ნაციონალების ფრაქციაში იყავით, მერე საკრებულოს თავმჯდომარე გახდით. გადაფარულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, არასამთავრობო იმიტომ ჰქვია, რომ უნდა იყოს არასამთავრობო და არა პოლიტიკური პირებისგან შემდგარი ორგანიზაცია,” _ აღნიშნა სხდომაზე წულაძემ.