ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა უნივერსიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი 10 დღიანი ვადის დარღვევით 2013 წლის 3 მარტს მიიღო. ინფორმაცია არასრული და გაუმჭირვალეა.
პრემიებთან დაკავშირებით თსუ-მ ინსტიტუტს მხოლოდ თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ჯამური რაოდენობა მიაწოდა, ხოლო კონკრეტულ პიროვნებებზე გაცემული პრემია დამალა.
IDFI-ს მოთხოვნაზე უარი თსუ-მ იმ მიზეზით ახსნა რომ, პირების თანხმობის გარეშე პერსონალურ ინფორმაცია ვერ გასცემდა.
როგორც ჩანს, უნივერსიტეტის პროფესურა და ადმინისტრაციის თანამშრომლები არ არიან მზად განასაჯაროვონ შემოსავლები.
ჯამში, პრემიების სახით, უნივერსიტეტის 2212 თანამშრომელზე 2012 წელს 1 935 603 ლარი გაიცა.
თსუ-მ არ გაასაჯაროვა 2012 წლის იანვრიდან უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. ამის მიზეზად კი შესაბამისი ადამიანური რესურსის არაარსებობა დაასახელა.
უნივერსიტეტმა ნაცვლად სრული ბალანსისა, გაასაჯაროვა მხოლოდ ბიუჯეტიდან კატეგორიების ჯამური ამონაწერი.
უნივერსიტეტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა 43 თანამშრომელი, ხოლო ხელმძღვანელობის მიერ გათავისუფლდა 5 თანამშრომელი.
უნივერისტეტმა 2012-2013 წელს 2 ერთეული ავტომობილი კია მოტორსი შეიძინა, რაშიც ჯამში 48 400 ლარი დახარჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.