მის ადგილზე კი “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი შავიშვილი ინიშნება, რაზეც მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე გაგზავნილია. ჩვენი ინფორმაციით, ოზურგეთის პოლიციის უფროსის მოხსნა და დაქვეითება ბოლო დროს ოზურგეთში მომხდარ გაუხსნელ დანაშაულებს უკავშირდება.
ოზურგეთის პოლიციის უფროსის ერთ-ერთ მოადგილედ უკვე დაინიშნა უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსი კახა კილაძე, მისი ადგილი კი ოზურგეთის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოლომონ ლომთათიძემ, დაიკავა.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მეორე მოადგილე ტარიელ ცერცვაძე ანტიტერორისტულ ცენტრში გადაიყვანეს, მის ადგილს კი ჩვენი ინფორმაციით, პაატა ხარაბაძე დაიკავებს, რომელმაც ჯერ თბილისში კურსები უნდა გაიაროს.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გოჩა ფერსაშვილმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოხსნა და სამხარეოში უბნის რწმუნებულების სამმართველოს უფროსად გადაყვანა “გურია ნიუსთან” დადასტურა. რაც შეეხება ჭანუყვაძის ადგილზე ირაკლი შავიშვილის დანიშვნის ფაქტს, მან განგვიცხადა, რომ მისი დანიშვნა ჯერ გადაწყვეტილი არაა.