“ბატონო ელჩო, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ მიზნით მე ველი თქვენთან თანამშრომლობას” – განაცხადა ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.
“ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველო ყოველთვის მადლიერი იყო ამერიკელი ხალხისადმი, ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი სულგრძელობისათვის. ის, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა დღეს არსებობს მნიშვნელოვანწილად ამერიკელი ხალხის თანადგომისა და თქვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგია და ამისათვის ჩვენ მადლიერნი ვართ.” – განაცხადა ბატონმა არჩილ გეგეშიძემ რწმუნებათა სიგელების გადაცემისას.
არჩილ გეგეშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეშვიდე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.